ჩვენ შესახებ
სადისტრიბუციო კომპანია „მზიური“ – ჩვენ შესახებ
90-იანი წლების რთული პერიოდი, უშუქობა, პურის რიგები, პროდუქტებზე, ტანსაცმელზე თუ სხვა მოხმარების ნივთებზე დეფიციტი, როცა გარშემო სიბნელე და უიმედობა იყო – დიახ, ჩვენ მაშინ დავიწყეთ.
ჩვენი პირველი წარმატებული ნაბიჯები ერთგვარი იმედის ნაპერწკალი იყო, რომ რთული პერიოდი გაივლიდა. ჩვენთვის ჩვენი კომპანიის ზრდა და წარმატება მხოლოდ პირადი შემოსავლების ზრდას, საკუთარი ბიზნესის წარმატებას არ ნიშნავდა, ეს იყო ნაბიჯები, რომელსაც უმოძრაობის დროს ვდგამდით და რომელიც სხვებისთვისაც იყო მაგალითი, რომ ასეთ დროსაც შეიძლება პოზიტიური სხივის დანახვა.
- უფრო მეტიც, ჩვენ ვიყავით მაგალითი სხვებისთვის და ვაჩვენებდით ყველას, რომ სწორედ ბიზნეს სფეროს აქვს უდიდესი როლი ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად.
და დიახ, ჩვენთვის საამაყოა, რომ ერთ-ერთი მათგანია ჩვენი კომპანია, რომელმაც ქართულ ბიზნეს სამყაროში სინათლის სხივი შემოიტანა და მოქმედება დაიწყო ქვეყნის განვითარების რელსებზე გადმოსაყვანად.
„მზიური“ სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ათწლეულებია წამყვან პოზიციას ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე და ამას ჩვენი მიდგომა განაპირობებს – მენეჯმენტი, კვალიფიციური თანამშრომლები და რა თქმა უნდა, ერთგული და სანდო კონტაქტები უცხოურ ბიზნეს წრეებთან, რომლის განმაპირობებელიც ცხადია, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სანდო და მყარი კავშირებია.
სწორედ ეს სანდო და მყარი კავშირებია იმის გარანტი, რომ ჩვენს კომპანიას მსოფლიოში შექმნილი კრიზისული პერიოდის დროსაც კი არ ექმნება პრობლემა დისტრიბუციის სფეროში, ან თუ რაიმე პრობლემაა, იმდენად მინიმალური, რომ მომხმარებელი ამას ვერ გრძნობს.
იყო ლიდერი ბაზარზე ეს დიდი სიამაყე და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ლიდერის პოზიციას მოპოვების გარდა, შენარჩუნება სჭირდება და ეს მხოლოდ პასუხისმგებლობის და სწორი მიდგომების შედეგად არის შესაძლებელი.
- და თუ ვინმე გვკითხავს, როგორ ვახერხებთ ამას და რა არის ჩვენი წარმატების ფორმულა, ვეტყვით, რომ ეს არის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის დამყარება როგორც მწარმოებლებთან, ასევე მომხმარებელთან და სანდოობის მაღალი ხარისხი.
გვჯერა, რომ დამოკიდებულებები, ურთიერთობები განსაზღვრავს ყველაფერს.
როდესაც კომპანიას ვაარსებდით, ჩვენი კონცეფცია დაფუძნებული იყო რწმენაზე, რომ წარმატებას მოგვიტანდა „ოჯახური მოპყრობა როგორც მომხმარებლებთან, ასევე პარტნიორებთან.“ და არ შევმცდარვართ. ეს არის გასაღები, რომელმაც სადისტრიბუციო სფეროში წარმატების კარი გაგვიღო.
მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე სტაბილური გარემო და სტაბილური თანამშრომლობა შესთავაზო. „მზიური“ კი სწორედ სტაბილურობას სთავაზობს მათ.
ჩვენს პორტფოლიოში შედის თანამშრომლობა ევროპულ, ბალტიისპირეთის ისეთ წამყვან ბრენდებთან, როგორებიცაა Huggies, Oleina, Nutrilon, Maliutka, Kotex, Grand Di Pasta, Razumnica, Lindt, Dallmayr, Bübchen, Nuk, Heinz, Makfa, Ferma, Kotex, AgroAliance და სხვ.
“მზიური“ დიდ ყურადღებას აქცევს საცალო ბაზარს, რასაც ადასტურებს ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა საცალო რეალიზაციის ქსელებთან, როგორებიცაა „აგროჰაბი“, „გუდვილი“, “ფრესკო“ „ალკორიუმი”, „ნიკორა, ”სპარი”, ”სმარტი”, ”კარფური” და მრავალი სხვა.
ჩვენი სადისტრიბუციო კომპანია აგრძელებს ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას, ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას და რა თქმა უნდა, ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას ჩვენი მთავარი ღირებულებების – სანდოობისა და ერთგულების დაცვით.